logo
ENG



სერგო ჩიხლაძე: რისკი არის, რომ რუსეთიდან უკვე იყვნენ შემოსულები კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები

16 მარ 202009:00
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდება. მიზეზი კორონავირუსია. გადაწყვეტილება გუშინ პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიიღო. ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების კონტროლის არ არსებობის გამო, საფრთხე იმისა, რომ კორონა ვირუსი უფრო მასშტაბური გახდეს დიდია.

„ფორმულასთან“ საუბრისას სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ რუსეთში გაცილებით მეტი დაინფიცირებულია, ვიდრე ამას ოფიციალურად ამბობენ, მისი თქმით  მთავრობას  რუსეთთან საზღვრები  COVID 19-ის დაფიქსირებისთანავე უნდა ჩაეკეტა. 

„რა თქმა უნდა, დამატებით რისკებს ქმნის სხვა მეზობელი ქვეყნებისთვის და ჩვენთვისაც. იმიტომ, რომ მსგავსი არაოფიციალური ინფორმაცია ერთი კვირაა მუსირებს. შესაბამისად, რისკი იმისა, რომ დაინფიცირებული ადამიანები უკვე იყვნენ შემოსულები, რა თქმა უნდა არის. ასევე, არ გაგვაჩნია, ზუსტი სტატისტიკა. რახან არ მიმდინარეობდა შემომსვლელების მკაცრი კონტროლი, უცნობია მათი რაოდენობა და მათზე ზედამხედველობა გაჭირდება“, - განაცხადა ჩიხლაძემ. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად ინფიცირებულია 33 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 პირი.


close დახურვა