logo
ENG



ფულით ვირუსის გავრცელების პირველი ნიშნები საქართველოში - ინფიცირებული სავალუტო ჯიხურში მუშაობდა

31 მარ 202020:24
3 წუთის საკითხავი
 

ფულით ვირუსის გავრცელების პირველი ნიშნებია საქართველოში - 30 წლამდე კაცი, რომელიც თბილისში ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში მუშაობდა, კორონავირუსითაა დაავადებული. დიაგნოზის დადასტურებამდე მას კონტაქტი ოჯახის წევრების გარდა, მეზობლებთანაც ჰქონდა. 

სპეციალისტების ვარაუდით, კაცის დაინფიცირების წყარო სწორედ ფულია - უცნობია, რამდენ მომხმარებელთან ჰქონდა კომუნიკაცია ინფიცირებულს.

დღეს ქვეყნის მასშტაბით სავალუტო ჯიხურები უკვე დახურულია. ერთ-ერთი მიზეზი ვალუტით პანდემიის გავრცელების შეჩერებაა, თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მთავრობა ამით ლარის ვარდნით გამოწვეულ მღელვარებას აჩერებს. 

21 მარტს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა. 23 მარტს  ჩაიკეტა მარნეული და ბოლნისი, და მუნიცილიპალიტეტები კარანტინის ზონად გამოცხადდა. 30 მარტს კი სავალდებულო კარანტინი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ამოქმედდა.  დღეიდან სასურსათო მაღაზიები მხოლოდ 21 საათამდე მუშაობს და სპეციალური საშვის გარეშე გადაადგილება მხოლოდ საღამოს 9 საათამდეა ნებადართული. 


close დახურვა