საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ზალკალიანმა განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი შეცვლის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის საკითხს, საქართველო ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.
„საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა რუსეთის მხარის გადაწყვეტილებით და შესაბამისად თუ რუსეთი შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით მას, რადგან პირდაპირ ავიამიმოსვლის შეწყვეტა საგრძნობლად ურთულებს ცხოვრებას ათასობით მოქალაქეს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში იმყოფება და ბუნებრივია არც სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე აისახება ეს დადებითად. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში არც ამ გადაწყვეტილების შემდგომ და არც მას შემდეგ არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ. რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, საქართველოს ტერიტორიისთვის მიუღებელია სამი სეალჩო ქვყნის ტერიტორიაზე და საკითხის განხილვაც კი გამორიცხულია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების კუთხით ხელშესახები პროგრესის, ანუ დეოკუპაციის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯების გარეშე. რაც შეეხება სავაჭრო წარმომადგენლობებს ასეთ ფორმებს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სავაჭრო ეკონომიკური განხილვბა უნდა გაგრძელდეს ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში, სადაც ამ მიმართულებით გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია“,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი „ტასსთან“ საუბარში საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე საუბრობს. ის იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში პროცესი აღდგება.
