logo
ENG



კობახიძე როინიშვილის დანიშვნაზე: ეს იყო უზენაესი სასამართლოს მიერ სუვერენულად მისაღები გადაწყვეტილება

29 მაი 202017:32
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური ოპონენტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კრიტიკას, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. 

მან კრიტიკას დემაგოგია უწოდა და განაცხდა, რომ უზენაესმა სასამართლომ კონსტიტუციური უფლებამოსილებიდან გამომდინარე, კანონის სრული დაცვით შეარჩია საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე.

„ტყუილი და დემაგოგია გრძელდება. ეს იყო უზენაესი სასამართლოს მიერ სუვერენულად მისაღები გადაწყვეტილება. პარლამენტს არ აქვს უფლება, რომ რაიმე ფორმით ჩაერიოს ან კომენტარი გააკეთოს ამ გადაწყვეტილებაზე“, - განაცხდა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსნებთ, რომ ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა. მის კანდიდატურას მხარი პლენუმის 180-მა წევრმა დაუჭირა და ორი კი წინააღმდეგი იყო. როინიშვილი 10 წლის ვადით აირჩიეს და ის ზაზა თავაძეს შეცვლის. როინიშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა, თუმცა მას შარშან უფლებამოსილება ამოეწურა.


close დახურვა