logo
ENG



იტალია საქართველოს საზღვარს უხსნის

03 ივლ 202009:07
3 წუთის საკითხავი
clock 1307

საქართველოს საზღვარს  იტალიაც უხსნის. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის იმ არაწევრი სახელმწიფოების სიაში მოხვდა, რომლებსაც ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება ეძლევათ.

პანდემიის  გამო დაწესებული შეზღუდვები სულ ევროკავშირის არაწევრ 14 ქვეყანას შეუმსუბუქდება. მათ შორისაა: საქართველო, ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. 

ევროპულმა საბჭომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა - ჩამონათვალს საბჭო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. როგორც საბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ, ჩამონათვალშია ის 14 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნას ევროკავშირი 1-ლი ივლისიდან აპირებს. მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, გერმანიამ, ისლანდიამ, ესპანეთმა საქართველოს მოქალაქეებს საზღვარი გაუხსნა. საქართველოს საზღვრები საფრანგეთმაც გაუხსნა. 


close დახურვა