logo
ENG



ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებს საზღვარს უახლოეს დღეებში გაუხსნის

01 ივლ 202018:56
3 წუთის საკითხავი
clock 3216
mxvk8dbyr019bov.jpg

ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს უახლოეს დღეებში გახსნის.

გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს 2 ივლისიდან ხსნის. ინფორმაცია გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. საზღვრები იხსნება 15 ქვეყნიდან 11 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. ეს ქვეყნებია: ავსტრალია, საქართველო, იაპონია, კანადა, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი.

2 ან 3 ივლისიდან, საქართველოსთვის საზღვარს ხსნის ესპანეთიც. ინფორმაციას SchengenVisaInfo ავრცელებს. ევროკავშირის მიერ დასახელებული „უსაფრთხო ქვეყნების“ სიიდან, ესპანეთი საზღვარს 13 ქვეყნის - ალჟირის, ავსტრალიის, კანადის, საქართველოს, იაპონიის, მონტენეგროს, ახალი ზელანდიის, რუანდას, სერბეთის, სამხრეთ კორეის, ტაილანდის, ტუნისისა და ურუგვაის მოქალაქეებისთვის გახსნის.

SchengenVisaInfo-ს ინფორმაციით, 15 ქვეყნისთვის საზღვარს ისლანდიაც ხსნის. კონკრეტული თარიღი უცნობია, თუმცა ამ ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც შედის. ეს ქვეყნებია: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი.

ამ დრომდე უნობია, როდის აღადგენს რეგულარულ საერთაშორისო ფრენებს საქართველო.

დღეს, 1 ივლისს, მთავრობამ განაცხადა, რომ  ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

გასულ პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ შესაძლოა, ფრენები ივლისის ბოლომდე არ აღდგენილიყო.

უსაფრთხო ქვეყნების სია ევროპულმა საბჭომ 30 ივნისს გამოაქვეყნა.


close დახურვა