„დაადგინეს იმ თეთრპერანგიანი პირის ვინაობა, რომელზეც გვარამია ამბობდა, რომ ის არის კაწრო, - ამის შესახებ განცხადებას ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი თამარ აბესაძე მედიასთან აკეთებს. მისი განცხადებით, ბილანიშვილმა თავისი უნადაშაულობა დაამტკიცა და გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
„სამინისტრომ და გამომძიებლებმა დაადგინეს იმ თეთრპერანგიანი პირის ვინაობა, რომელზეც ნიკა გვარამია ამბობდა, რომ ის არის კაწრო. მისი სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია. ავთანდილ ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე პირებიდან არცერთს არ იცნობს. ბილანიშვილმა დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა, რომ იქ არ ყოფილა“, - განაცხადა თამარ აბესაძემ.
ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს" გამოკითხვა დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე შევიდა პირი, რომელიც 18-19 ივნისს ღამით იმყოფებოდა დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.