შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით იმ პირის გამოკითხვა დასრულდა, რომელიც მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში თეთრი სამარშუტო ტაქსიდან დიდუბეში ჩამოდის.
ლაშა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ვიდეოკადრებში სწორედ ის ფიგურირებს, მაგრამ მას შაქარაშვილის საქმესთან კავშირი არ აქვს.
მისივე განცხადებით, მან ამირხანაშვილმა ტელეფონზე დარეკვა სთხოვა, თუმცა დასარეკი არ ჰქონდა.
„არაფერი არ ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩამოვედი ღამე პირად საქმეზე და მოვხვდი არასწორ ადგილას, არასწორ დროს. ამირხანაშვილს არ ვიცნობ არავის. უბრალოდ ადამიანმა დარეკვა მთხოვა და დასარეკი არ მქონდა. ის მოვიდა ჩემთან და მთხოვა დარეკვა“, - განაცხადა ლაშა ლურსამანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიების "ფორმულასა" და "მთავარის" მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" გამოიკითხა, მის შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე ის პირი შევიდა, რომელიც, მისივე თქმით, 18-19 ივნისს ღამით დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.