logo
ENG



უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გახელაძის გატაცებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

16 ივლ 202010:10
3 წუთის საკითხავი
 
9oinj7fvn6pvow6.jpg

საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრასა და უკანონო დაკავების ფაქტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული ქმედებები 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დაარღვევაა და რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. ოფიციალური კიევი რუსეთს, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დესტაბილიზაციის მომტანი ქმედებების შეწყეტისკენ მოუწოდებს. 

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 11 ივლისს გაიტაცეს, 

დე ფაქტო საინფორმაციო საშუალებებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის თანახმადაც ზაზა გახელაძე დაჭრილია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ზაზა გახელაძის გატაცებას ეხმაურება. მორგან ორტაგუსი საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას აზიარებს და წერს, რომ მოქალაქის დაჭრასა და დაკავებას სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს. 

close დახურვა