logo
ENG



ფორმულას ჟურნალისტი ანა ბარათაშვილი წყლის ჭავლის დამიზნებისას დაშავდა

09 ნოე 202002:15
3 წუთის საკითხავი
clock 2262

ფორმულას ჟურნალისტს ანა ბარათაშვილს დამიზნების შედეგად წყლის ჭავლი სახეში მოხვდა, რის გამოც ბარათაშვილი მედიისთვის განკუთვნილი მანქანიდან გადმოვარდა. მას დაზიანება სახის არეში აქვს მიყენებული. 

დარბევის დროს დაშავდა ფორმულას ოპერატორი გიორგი ჯაფარიძეც, რომელსაც დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. 

აქციის დარბევისას ასევე დაშავდნენ სხვა მედიების წარმომადგენლები. გარდა ამისა, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს აქციის მონაწილეებმაც, რომლეთაგან სამი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი სათანადო საფუძვლისა გარეშე გამოიყენეს და პოლიციას მოუწოდეს, ძალის გამოყენება დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ.

მომხდარს ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მან აღნიშნა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ გამოყენებული ძალა სასტიკი და არაპროპორციული იყო.

შეგახსენებთ, რუსთაველზე, პარლამენტის წინ გამართულ მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ, მომიტინგეებმა ცესკო-სთან გადაინაცვლეს, სადაც პროტესტი გაგრძელდა. ისინი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

მომიტინგეების ნაწილი ამ დრომდე ცესკო-სთან იმყოფება. ოპოზიციამ 9 ნოემბერს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსა.


close დახურვა