logo
ENG



ამბები, რომლებიც 11 ნოემბერს უნდა იცოდეთ

11 ნოე 202008:44
3 წუთის საკითხავი
clock 2297
2020/11/11/ss03fgpjkrldqaf.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 11 ნოემბერს უნდა იცოდეთ

 

მაიკ პომპეო საქართველოს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო თბილისს ერთ კვირაში ეწვევა. ის შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე კათალიკოს პატრიარქ ილია მეორესაც.


მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსის ვიზიტისას განსახილველ თემებს შორისაა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები; თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურის სფეროებში.

ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, ასევე რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების შესაძლებლობები. 

 

გიორგი გახარია მაიკ პომპეოს ჩამოსვლაზე

„მოუთმენლად ველი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში. მისი ვიზიტი განამტკიცებს ამერიკა-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას. ვიზიტის ფარგლებში განვიხილავთ რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას, ასევე ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში“, - ვკითხულობთ გიორგი გახარიას სოციალიურ ქსელ ტვიტერში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

კარლ ჰარცელის განცხადება

ევროკავშირის ელჩი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგისკენ მოწოდებებს მიესალმება. „მივესალმებით პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ, გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა და გამყარდეს დემოკრატიული დღის წესრიგი,"- წერს კარლ ჰარცელი ტვიტერის გვერდზე და ამბობს, რომ ევროკავშრისა და ამერიკის საელჩოები კვლავ მზად არიან მხარდაჭერისთვის. ევროპელი დიპლომატი ამ საელჩოების მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებასაც აზიარებს, სადაც პარტნიორები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების განხილვა სამართლებრივი გზებით გააგრძელონ.

 

საფრანგეთის ელჩის განცხადება

საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი მიესალმება პოლიტიკური ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მოწოდებებს დიალოგისკენ. „მივესალმები და მხარს ვუჭერ სხვადასხვა პარტიების პოლიტიკური ლიდერების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებებს დიალოგისკენ. მაღალი დემოკრატიული სტანდარტები საპარლამენტო დემოკრატიას აქტიურს ხდის და მჯერა, რომ ეს გზა საქართველოს განვითარების გასაღებია", - წერს ფრანგი დიპლომატი.

 

კახა კალაძის განცხადება

„ქართული ოცნება" რიტორიკას იცვლის. ოპოზიციას დიალოგისკენ ამჯერად კახა კალაძე მოუწოდებს. პარტიის გენერალური მდივანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველი ხალხი მოლაპარაკებას, პოლიტიკურ კონსენსუსსა და საქმიან ატმოსფეროს ელოდება. კალაძე მიიჩნევს, რომ პროცესმა მოლაპარაკებების ფორმატში უნდა გადაინაცვლოს და მასში საერთაშორისო პარტნიორებიც უნდა ჩაერთონ.

„ჩვენმა მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, ამიტომაც მოდით, განვაგრძოთ მუშაობა, რათა არცერთი ადამიანის, არც თქვენი და არც ჩვენი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს! არჩევნებზე ხალხის აქტიურობა, ერთიანი გზავნილია ხელისუფლებისა და ოპოზიციისადმი, რომ ვიმუშაოთ ერთად, კონსტრუქციულად და კონსოლიდირებულად ქვეყნის კეთილდღეობისთვის", - წერს კახა კალაძე. 

 

როგორია ოპოზიციის გეგმები

ოპოზიციონერი ლიდერები პარლამენტში შესვლას არ აპირებენ და ქუჩის პროტესტს გააგრძელებენ. მათი  მოთხოვნები უცვლელია - შეიცვალოს ცენტრალური საარჩევო კომისიის შემადგენლობა და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. მათი მტკიცებით ოპოზიცია ერთიანია და ერთიანობის შესანარჩუნებლად ერთმანეთთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.

თუ ხელისუფლება მზად იქნება მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საერთაშორისო აქტორებთან ერთან  მოლაპრაკებების ალბათობასაც არ გამორიცხავენ. თავის მხრივ ხელისუფლების წარმომადგენლები კონსტრუქციული ურთიერთობის და  მრავალპარტიული პარლამენტის მნიშვნელობაზე საუბრობენ.   

 

პრემიები პოლიციას

ფორმულანიუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, პოლიციელებისთვის 500 ლარიანი პრემიების დარიგებასთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი ლიდერები ეხმაურებიან. მათი განცხადებით, ქართული ოცნება ხელისუფლებაში დასარჩენად ქვეყნის ბიუჯეტს იყენებს.

ხოლო ივანიშვილი პოლიციელების მორჩილებას ბონუსებით და პრემიების დარიგებით ცდილობს. ოპოზიციური სპექტრი ამ მოვლენას მწვავედ აფასებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტები ხელისუფლების სისუსტის და მათი ჩამოშლის მაჩვენებელია.

 

სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო

სამოქალაქო აქტივისტების ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის პროცესი საქალაქო სასამართლოში გადაიდო. პროცესი დღეს განახლდება. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალებში მტკიცებულება, რომ ისინი დააკავეს, არ ჩანს.

მათივე განმარტებით, რაც შეეხება პოლიციელებს, რომლებიც მოწმეების სახით ჰყავდათ ბრალდების მხარეს, სამოქალაქო აქტივისტების განმარტებით, მათ მიიღეს დავალებები, თუ როგორ უნდა ელაპარაკათ პროცესზე. სასამართლოზე ადვოკატმა შუამდგომლობის სახით იმ პირების დაკითხვა მოითხოვა, რომლებმაც გიორგი მჟავანაძეზე იძალადეს, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 


close დახურვა