logo
ENG



ამბები, რომლებიც 14 ნოემბერს უნდა იცოდე

14 ნოე 202009:55
3 წუთის საკითხავი
clock 1358
2020/11/14/e2quyqgtg6okx5w.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 14 ნოემბერს უნდა იცოდეთ

 ოპოზიციის მორიგი მასშტაბური აქცია

დღეს, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. 

14 ნოემბრის აქციის შესახებ, მოქალაქეებს პირველად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ 9 ნოემბერს გამართულ აქციაზე განუცხადა

„გვინდა, რომ ენერგია შემოგანახინოთ თქვენ! ეს გამზირი უნდა გადაივსოს შაბათს, 3 საათზე და ამით სხვა სტიმული მიეცემა ჩვენს ბრძოლას" - თქვა მელიამ სიტყვით გამოსვლისას

 

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად და მის შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და საპროტესტო აქციებს ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომის, ხელახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით მართავენ.

 

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები 21 ნოემბერს გაიმართება

გუშინ, 13 ნოემბერს გამართულ შემაჯამებელ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ცესკოში წარდგენილი არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა და მეორე ტური დანიშნა.

როგორც ცესკო-ს თავმჯომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, მეორე ტური ჩატარდება 17 საარჩევნო ოლქში, 2020 წლის 21 ნოემბერს. ამ დღესვე გაირკვევა ქუთაისის მერის ვინაობა. 

აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

ინგლისი VS საქართველო

დღეს, 14 ნოემბერს, ჩვენი დროით 19:00 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „შემოდგომის ერთა თასის“ პირველ რაუნდში ინგლისის ეროვნულ გუნდს შეხვდება. მატჩი ლონდონში, ლეგენდარულ „თვიქენჰემზე“ გაიმართება. 

აქამდე „ბორჯღალოსნები“ ინგლისის ნაკრებს ორჯერ შეხვდნენ - 2003 წელს მსოფლიო თასზე, ავსტრალიაში, საქართველოსთვის სადებიუტო მატჩზე ინგლისმა 84:6 მოგვიგო. 2011 წლის ჩემპიონატზე, ახალ ზელანდიაში კი ბორჯღალოსნები ანგარიშით 41:10 დამარცხდნენ.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა დღევანდელი მატჩისთვის, უკვე ცნობილია: 

Facebook

null


 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 163 და გარდაიცვალა 33 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხმა 76 658-ს მიაღწია. აქედან 58 674 გამოჯანმრთელდა, 669 კი გარდაიცვალა.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 53.7 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 37,5  მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1.3 მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის 109 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

 როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში


close დახურვა