ლაგუნა ვერეს აუზებში წყალს სავარაუდოდ თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩაასხამენ, - ეს ერთ-ერთი პოლიტიკური, წინასაარჩევნო სარგებელია, რომელსაც ექსპერტების თქმით, ბიძინა ივანიშვილი საეჭვო ტრანზაქციის შედეგად მიიღებს. წინასაახალწლოდ, ორ დღეში ივანიშვილის ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიებმა ფონდ ქართუს ლაგუნა და აბრეშუმის ქარხანა გადასცეს. ფინანსური სქემით, ჯამში ორივე ობიექტი შვიდჯერ გადაიცვალა. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ამ გზით ოლიგარქმა გადასახადებს თავი აარიდა და ფული გაათეთრა.
ივანიშვილს ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიებმა ფონდ ქართუს ლაგუნა და აბრეშუმის ქარხანა გადასცეს
05 იან 202120:26
3 წუთის საკითხავი
