logo
ENG



გამყრელიძე: თუ არ დაგვაღალატეს, მარტში ასტრაზენეკას ასეულობით ათასი დოზას მივიღებთ

24 თებ 202115:42
3 წუთის საკითხავი
clock 3510
გამყრელიძე: თუ არ დაგვაღალატეს, მარტში ასტრაზენეკას ასეულობით ათასი დოზას მივიღებთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველო ასტრაზენეკას ვაქცინის ასეულობით ათას დოზას მარტის ბოლოს მიიღებს, თუ მწარმოებლებმა არ დააღალატეს.

გამყრელიძის განცხადებით, ფაიზერმა და მოდერნამ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება ვერ შეასრულეს და სწორედ ამიტომ დაუგვიანდა საქართველოს მათ მიერ წარმოებული ვაქცინების მიღება.

"ფაიზერმა და მოდერნამ ვერ შეასრულეს ევროკავშირის დაკვეთა, არადა ევროკავშირს საკმაოდ დიდი თანხა აქვს ჩადებული წინასწარ ვაქცინების შეძენაში. სულ ევროკავშირს 17 მილიონამდე ადამიანი ყავს აცრილი. აქედან გამომდინარე, ფაიზერს სურს ევროკავშირთან თავის ვალდებულება შეასრულოს, ამიტომ შეიქმნა პრობლემა იმ თვრამეტ ქვეყანასთან, რომელთა შორის ვიყავით ჩვენ და ამან, სამწუხაროდ, გადაიწია მარტის ბოლომდე - ჯერ ზუსტი რიცხვები არ ვიცით ფაიზერთან მიმართებით, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მეორე არხებით, რაზეც ვმუშაობთ, იგივე კოვაქსით ასტრაზენეკას მიღებასთან დაკავშირებით და პირდაპირი მოლაპარაკებებით ასტრაზენეკას ორ მწარმოებელთან, რომელიც გახლავთ ინდოეთის სერუმის ინსტიტუტი და კორეის ერთერთი დიდი მწარმოებელი, რომ რამდენიმე ასეული ათასი დოზა, წესით და რიგით, ყოველ შემთხვევაში, თუ არ დაგვაღალატეს, კონტრაქტები უკვე გაფორმებულია, უნდა მივიღოთ მარტში", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია იმედოვნებს, რომ თებერვლის ბოლოს შეპირებულ ვაქცინას საქართველო მარტის პირველ ორ კვირაში მიიღებს. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან განმარტა, რომ მიმდინარე კვირაში კონსულტაციები იგეგმება "კოვაქს პლატფორმას", ფაიზერსა და საქართველოს შორის, რათა განსაზღვრონ თარიღის მიღების დრო.


close დახურვა