logo
ENG



კლინიკები, სადაც ფაიზერის ვაქცინის გაკეთება იქნება შესაძლებელი

25 მარ 202111:20
3 წუთის საკითხავი
clock 1888
2021/03/25/4y9wfc66x7e26kz.jpg

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ფაიზერის ვაქცინა სამი დიდი ქალაქის ექვს კლინიკაში გადანაწილდება.

მისი თქმით, ეს კონკრეტული ვაქცინა იქნება თბილისის ოთხ, ბათუმის ერთ და ქუთასისი ერთ კლინიკაში.

"თბილისის კლინიკებია: ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი. ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის ევექსის კლინიკა", - განმარტა მინისტრმა.

საქართველოში ფაიზერის ვაქცინის 29 250 დოზა შემოვიდა. ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში ხელმისაწვდომია ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინები. ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მედპერსონალსა და 65 წელს ზევით ადამიანებს შეუძლიათ - მათ ვაქცინის არჩევის საშუალება აქვთ.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში ასტრაზენეკას 43 200 დოზაა შემოსული. მთავრობის ცნობით, ასტრაზენეკას დამატებით პარტიას მარტის ბოლომდე ელოდებიან. გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში მალე ჩინური ვაქცინაც ხელმისაწვდომი იქნება.


close დახურვა