logo
ENG



რუსულ სამხედრო გაერთიანებებში საბრძოლო მზადყოფნის შეფასება დაიწყო

06 აპრ 202117:15
3 წუთის საკითხავი
clock 1236
რუსულ სამხედრო გაერთიანებებში საბრძოლო მზადყოფნის შეფასება დაიწყო

რუსულ სამხედრო გაერთიანებებში საბრძოლო მზადყოფნის შეფასება დაიწყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრის ვებ გვერდზე წერია, რომ 6-დან 30 აპრილამდე შეფასდება: 

პერსონალის მომზადების დონე, შეიარაღების, სამხედრო და სპეციალური აღჭურვილობის მდგომარეობა, ფორმირებების და სამხედრო ნაწილების მზადყოფნა. 

უწყების მიხედვით, იგეგმება, რომ პირადი შემადგენლობა გაივლის მომზადებას ძირითად საკითხებში. გარდა ამისა, მედესანტეები მონაწილეობას მიიღებენ საკონტროლო წვრთნებში - ფიზიკურ, სახანძრო, სპეციალურ ტაქტიკურ და სადესანტო სწავლებაში.

აპრილში 4048 სხვადასხვა მასშტაბის წვრთნა ჩატარდება, მათ შორის 812 ორმხრივი და 101 საველე სწავლება. 

უკრაინაში, დონბასში ვითარება რამდენიმე კვირაა, დაძაბულია. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ. დაიღუპა რამდენიმე უკრაინელი სამხედრო, მათ შორის - 2 წუხელ, 6 აპრილის ღამეს. 

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, რუსლამ ხომჩაკმა თქვა, რომ რუსეთმა ე.წ საზღვართან სამხედრო ძალები გაააქტიურა და ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე წვრთნებით ინიღბება, თუმცა, გეგმავს, საფრთხე შეუქმნას უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას. 

კრემლი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ "რუსეთს საკუთარი შეხედულებისამებრ გადაჰყავს ჯარი საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხება". 

3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდელი ტელეფონით ელაპარაკა. როგორც ზელენსკიმ თქვა, ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ". 


close დახურვა