logo
ENG



მერკელი პუტინს ესაუბრა და უკრაინის საზღვართან სამხედრო კონტიგენტის შემცირებისკენ მოუწოდა

08 აპრ 202118:57
3 წუთის საკითხავი
clock 934
2021/04/08/g6otik5rtvt1hf9.jpg

გერმანიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინს უკრაინა-რუსეთის საზღვართან სამხედრო მობილიზაციის შემცირებისკენ და რეგიონში არსებული დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა, სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტსა და ანგელა მერკელს შორის დღეს, 8 აპრილს შედგა. 

გერმანიის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყნის ლიდერებმა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის შესახებაც ისაუბრეს, რომელმაც 8 მარტს შიმშილობა დაიწყო, მისთვის სანდო სამედიცინო დახმარების მიღების მოთხოვნით. 

კრემლის პრესსამსახური კი თავის მხრივ აცხადებს, რომ პუტინმა საუბარში გერმანიის პრეზიდენტს "კიევის პროვოკაციული ქმედებები შეახსენა", რაც შეეხება ნავალნის ჯანმრთელობას, კრემლი მხოლოდ იუწყება, რომ ლიდერები საუბარში ამ საკითხსაც "შეეხნენ".

უკრაინაში, დონბასში ვითარება რამდენიმე კვირაა, დაძაბულია. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ. დაიღუპა რამდენიმე უკრაინელი სამხედრო. 

6 აპრილს რუსეთის ხელისუფლებამ სამხედრო გაერთიანებებში საბრძოლო მზადყოფნის შეფასება დაიწყო, რაც საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან სამხედრო კონფლიქტის საფრთხის გამწვავებად შეფასდა.

მანამდე, 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, რუსლამ ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა ე.წ საზღვართან სამხედრო ძალები გაააქტიურა და ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე წვრთნებით ინიღბება, თუმცა, გეგმავს, საფრთხე შეუქმნას უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას. 

კრემლი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ "რუსეთს საკუთარი შეხედულებისამებრ გადაჰყავს ჯარი საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხება". 

3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდელი ტელეფონით ელაპარაკა. როგორც ზელენსკიმ თქვა, ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ". 


close დახურვა