logo
ENG



ბოკერია: ყველა, ვინც ჩვენთან იყო, სანამ ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, ჩვენი პარტნიორია

10 აპრ 202116:38
3 წუთის საკითხავი
 
ბოკერია: ყველა, ვინც ჩვენთან იყო, სანამ ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, ჩვენი პარტნიორია

ევროპული საქართველოს ახლადარჩეული თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების პარტიიდან წასვლას გამოეხმაურა - პარტია დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ, ლევან თარხნიშვილმა, გოკა გაბაშვილმა და გივი თარგამაძემ დატოვეს. 

ბოკერიამ ეს "მათი მხრიდან მცდარი და სამწუხარო გადაწყვეტილებად" შეაფასა. 

"ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო, ასეთ დროს განსაკუთრებით, ასეთ რთულ ვითარებაში მთელი ქვეყნისთვის". - თქვა მან. 

მიუხედავად ამისა, ბოკერია ამბობს, რომ ყველა, ვინც მათთან ერთად იყო და ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, მისი პარტნიორი და თანამოაზრეა. 

"ვყოფილვარ ერთ გუნდში ისეთ ადამიანებთან, რომელთა წასვლაც სამწუხარო იყო, ცოტა ხნის წინ ელენე ხოშტარია, ჩემი მეგობარი თავის პოლიტიკურ გზაზე დადგა, იქამდე ზურა ჯაფარიძე, მაგრამ დღეს ეს ორი ადამიანი არის ჩემი არა მხოლოდ მეგობარი, არამედ პოლიტიკური ღირებულებებით ახლოს ვართ და ერთად ვიბრძოლებთ ამ გზაზე, და ყველა ადამიანი, ვინც ჩვენთან ერთად იყო, სანამ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არის ჩვენი პარტნიორი და თანამოაზრე". - ამბობს პარტიის თავმჯდომარე. 

გიგა ბოკერია ევროპული საქართველოს თავმჯდომარედ დღეს, 10 აპრილს, პარტიის ყრილობაზე აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე დავით ბაქრაძე შეცვალა, რომელმაც პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება 2 თვის წინ გააკეთა. 

პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი იქნება. 

გენერალური მდივანი - აკაკი ბობოხიძე. 

საგარეო პოლიტიკური მდივანი - გიორგი კანდელაკი. 

დავით ბაქრაძემ დატოვა როგორც პარტიული თანამდებობა, ასევე პარტიაც. 

ასევე, პარტია დატოვეს გიგი უგულავამ, ლევან თარხნიშვილმა, გოკა გაბაშვილმა და გივი თარგამაძემ. 


close დახურვა