logo
ENG



თბილისში ჩინურ ვაქცინაზე სარეგისტრაციო ადგილები 2 საათში სრულად შეივსო

27 აპრ 202122:03
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/27/oe1mvyt8y5010dj.jpeg

თბილისში ჩინურ ვაქცინაზე, სინოფარმზე სარეგისტრაციო ადგილები 2 საათში სრულად შეივსო. რეგისტრაცია 20:00 საათზე დაიწყო, 22:00 საათის მონაცემებით კი არც ერთი თავისუფალი ადგილი არ არის. 

რეგისტრაცია შესაძლებელია გლდანში, დიდუბეში, მთაწმინდაზე, საბურთალოზე, სამგორსა და ჩუღურეთში.

თბილისისგან განსხვავებით, თითქმის ყველა რეგიონის კლინიკებშია თავისუფალი ადგილები.

ჩინური ვაქცინით აცრა 5 მაისიდან დაიწყება და 14 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, ამის შემდეგ კი რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება.

საქართველოს სინოფარმის 100 000 დოზა აქვს შეძენელი. დღეს გამართულ საბჭოზე ცნობილი გახდა, რომ კონკრეტულად ჩინური ვაქცინით აცრას 18 წელს ზემოთ ნებისმიერი მოქალაქეებიც შეძლებენ. სინოფარმს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ კიდევ არ აქვს. მათი საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 29 აპრილს გამოცხადდება.

ნახეთ, რა ვიცით ჩინურ სინოფარმზე.


close დახურვა