logo
ENG



აშშ-ში საწვავის უდიდეს მილსადენზე კიბერშეტევა განხორციელდა

10 მაი 202111:26
3 წუთის საკითხავი
clock 1496

აშშ-ში საწვავის უდიდეს მილსადენზე კიბერშეტევა განხორციელდა. 

მილსადენი დღეში 2.5 მილიონ ბარელ ნავთობს ატარებს, რაც აღმოსავლეთ სანაპიროზე მიწოდებული დიზელის, ბენზინისა და რეაქტიული საწვავის 45%-ია.

მილსადენი კიბერშეტევის გამო მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან. აღდგენის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

შექმნილი ვითარების გამო აშშ-ის მთავრობამ გამოსცა სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც კომპანას ნებას რთავს, საწვავი მანქანებით გადაზიდოს. 

კიბერშეტევის გამო ნავთობის მიწოდება დროებით აშშ-ის 18 შტატს შეუწყდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, კიბერშეტევის მიღმა კიბერ-კრიმინალური დაჯგუფება Dark Side დგას, რომელმაც 100GB-ის ინფორმაცია მოიპარა. 


close დახურვა