logo
ENG



ნაუსედა: ბელარუსის საჰაერო სივრცე გამოცხადდეს არაუსაფრთხოდ, დაუწესდეს სერიოზული სანქციები

24 მაი 202101:04
3 წუთის საკითხავი
clock 2160
2021/05/24/0cnhpwfaptx2efu.jpg

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ბელარუსელი აქტივისტ-ჟურნალისტის დაკავებას ტერორისტულ აქტად აფასებს და ამბობს, რომ საპასუხო რეაგირებაზე ევროკავშირის ლიდერები იმსჯელებენ.

ის რამდენიმე ინიციატივით გამოდის:

"ჩემი შეთავაზებაა: ბელარუსის საჰაერო სივრცე გამოცხადდეს არაუსაფრთხოდ; ევროკავშირის აეროპორტებმა არ მიიღონ ბელარუსული თვითმფრინავები; ჩატარდეს გამოძიება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ და რეჟიმის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დაწესდეს", - წერს ის Twitter-ზე.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გასცა ბრძანება, რომ საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალი თვითმფრინავი დედაქალაქ მინსკში დაეშვათ, რადგან ბორტზე ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი/ჟურნალისტი იმყოფებოდა.

კერძოდ, თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და თითქმის ლიეტუვის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში გაფრინდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თვითმფრინავის ეკიპაჟს უთხრეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ამის შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკოს პირადი ბრძანებით, Ryanair-ის თვითმფრინავს მიმართულება იძულებით, საბრძოლო თვითმფრინავის დახმარებით​ შეაცვლევინეს. 

თვითმფრინავის მინსკში დაშვების შემდეგ, ბელარუსმა სამართალდამცველებმა 26 წლის რომან პროტასევიჩი დააკავეს. ის ბელარუსში ძებნილად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც აქტივისტ/ჟურნალისტი ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ აქციებში იღებდა მონაწილეობას.


close დახურვა