logo
ENG



მედიასთან ურთიერთობაზე უარის თქმის გამო ნაომი ოსაკა როლან გაროსს გამოეთიშა

01 ივნ 202110:14
3 წუთის საკითხავი
clock 692
მედიასთან ურთიერთობაზე უარის თქმის გამო ნაომი ოსაკა როლან გაროსს გამოეთიშა

მედიასთან ურთიერთობაზე უარის თქმის გამო მსოფლიოს N2 ჩოგანი ქალი, ნაომი ოსაკა როლან გაროსს - საფრანგეთის ღია პირველობას გამოეთიშა. 

ნაომი ოსაკას არ სურს, მონაწილეობა მიიღოს მატჩების შემდგომ სავალდებულო პრესკონფერენციებში

ის 15 ათასი აშშ დოლარითაც დაჯარიმდება. ამასთან, თუ არ დაარღვევს მედიის ბოიკოტს, შესაძლოა, არც სხვა ტურნირებზე დაუშვან. 

23 წლის ჩოგბურთელმა თქვა, რომ 2018 წლის შემდეგ დეპრესიით იტანჯება.

საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გილ მორეტონმა თქვა, რომ მეორე ნომრად განთესილი ჩოგბურთელის ტურნირიდან გამოთიშვა სამწუხაროა. 

"ჩვენ მას სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ველოდებით მას ჩვენს ტურნირზე მომავალ წელს. ". - თქვა მორეტორნმა

"ამ ვითარებას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ვფიქრობ, ახლა ტურნირისთვის, მოთამაშეებისთვის და ჩემი უკეთ ყოფნისთვის ასე უკეთესია. და ყველა შეძლებს, პარიზში ტენისზე კონცენტრირებას. 

მას შემდეგ, რაც 2018 წელს ამერიკის ღია პირველობა მოვიგე, დეპრესიის შეტევებით ვიტანჯები. ბევრი სირთულე გავიარე ამასთან გამკლავებაში. 

ყველამ იცის, რომ ინტროვერტი ვარ და ხშირად მიკეთია ყურსასმენები, რაც მეხმარება სოციალურ შფოთვასთან გამკლავებაში. 

მიუხედავად იმისა, რომ პრესა ყოველთვის კეთილგანწყობილია ჩემ მიმართ (და მინდა, ბოდიში მოვუხადო იმ ჟურნალიტებს, რომლებსაც შესაძლოა ტკივილი მივაყენე), არ ვარ საჯარო მოსაუბრე და ძალიან ვნერვიულობ, სანამ მედიის წინ ვილაპარაკებ. ჩემთვის ძალიან სტრესულია, ვიკონტაქტო და საუკეთესო პასუხები გავცე. 

უფრო ბედნიერი ვიქნები, თუ მათ ტურნირების შემდეგ დაველაპარაკები. 

კორტებიდან პაუზას ავიღებ და ვიმუშავებ იმაზე, თუ როგორ მოვძებნო გზები, რაც უკეთესი იქნება მოთამაშეებისთვის, პრესისთვის და ფანებისთვის". - ამბობს ნაომი ოსაკა. 


close დახურვა