logo
ENG



NCDC: 15 ივლისის მონაცემებით, საქართველოში აცრილი მოსახლეობის 67% ქალია, 33% კი - კაცი

22 ივლ 202117:05
3 წუთის საკითხავი
clock 1069
NCDC: 15 ივლისის მონაცემებით, საქართველოში აცრილი მოსახლეობის 67% ქალია, 33% კი - კაცი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მოსახლეობის 67% ქალია, 33 კი - კაცი. ანგარიში 2021 წლის 15 მარტიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ამასთან, NCDC-ის ცნობით, 15 ივლისამდე პერიოდში, 18-49 და 50-54 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ყველაზე მეტი ადამიანი სინოფარმის ვაქცინითაა აცრილი. 

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი ასტრაზენეკას, ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს. 

ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა ხელმისაწვდომია 45 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობისათვის, ხოლო სინოფარმით, სინოვაკისა და ფაიზერით აცრა მოქალაქეებს 18 წლიდან შეუძლიათ.

22 ივლისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 383 339 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 135 291 ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 8659 ადამიანი აიცრა. 

დღეს საქართველოში კორონავირუსის კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 18 ადამიანი. 


close დახურვა