logo
ENG



ქარტია პლაკატებზე: არაა პირველი შემთხვევა, ემსახურება მედიის მიმართ ძალადობას

24 ივლ 202112:58
3 წუთის საკითხავი
clock 965

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში აცხადებენ, რომ თბილისის ქუჩებში გაჩენილი სიძულვილის შემცველი პლაკატები ახალისებს მედიის მიმართ ძალადობას.

ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მმართველს არ აქვს განცობიერებული მისი მოვალეობა და ის ფაქტი, რომ უნდა უზრუნველყოფდეს მედიის უსაფრთხოებას. ამის ნაცვლად კი თავად აქცევს მედიას ძალადობრივი ჯგუფების სამიზნედ.

„სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ვერ იაზრებს პასუხისმგებლობას და იმ ფაქტს, რომ მათ ევალებათ მედიის უსაფრთხოების დაცვა. ეს ემსახურება მედიის მიმართ ძალადობას და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი აქტივობა ან განცხადება იქნა გამოქვეყნებული, განხორციელებული. რეალურად, მათი მიზანია მაქსიმალურად  წახალისდეს ქმედებები, რაც მედიის წარმომადგენლების მიმართ ხდება", - აცხადებს მარიამ გოგოსაშვილი

თბილისის ქუჩებში კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენელეთა საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა

პლაკატებზე გამოსახულნი არიან კრიტიკული არხების მედიამენეჯერები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები.

უცნობია, ვისი ინიციატივით დაიბეჭდა და გავრცელდა პლაკატები. ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, სიძულვილის ენას წინასაარჩევნოდ ყოველთვის აქტიურად იყენებს მმართველი პარტია და აღნიშნული პლაკატების გამოჩენასაც სწორედ ქართულ ოცნებას უკავშირებენ.


close დახურვა