logo
ENG



კალაძე პლაკატებზე: მე და ჩემს გუნდს ამ მეთოდით ბრძოლა არ გვჩვევია

28 ივლ 202112:10
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი კახა კალაძე ქუჩებში სიძულვილის ენის შემცველი პლაკატების გაკვრას მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა და "სიცრუე" და "ცილისწამება" უწოდა ინფორმაციას, რომ ეს მის კამპანიას უკავშირდება. მისი თქმით, კახა კალაძეს "არეულობა" არ სჭირდება".

"სულ მცირე ლოგიკაა საჭირო, რაში სჭირდება კახა კალაძეს არეულობა, აგრესია, ქაოსი. მე და ჩემს გუნდს არ გვჩვევია ამ მეთოდებით ბრძოლა, არასდროს გვიბრძოლია ასე. განსაკუთრებით მაშინ, როცა თბილისის მოსახლეობამ ნდობა გამოგვიცხადა ქალაქის განვითარებისთვის, ეს არის ყველზე დიდი კაპიტალი და ყველაზე დიდი პიარი", - განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე. 

თბილისის ქუჩებში კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენელეთა საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა

პლაკატებზე გამოსახულნი არიან კრიტიკული არხების მედიამენეჯერები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. კონკრეტული ადამიანები გამოსახულნი არიან ცისარტყელას ფონზე.

უცნობია, ვისი ინიციატივით დაიბეჭდა და გავრცელდა პლაკატები. ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, სიძულვილის ენას წინასაარჩევნოდ ყოველთვის აქტიურად იყენებს მმართველი პარტია და აღნიშნული პლაკატების გამოჩენასაც სწორედ ქართულ ოცნებას უკავშირებენ.

მოგვიანებით თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომლებმაც პლაკატები გააკრეს და ისინი დაჯარიმდებიან. 


close დახურვა