logo
ENG



გამყრელიძე: თუ აცრის ტემპი გაიზრდება, ეპიდვითარება უფრო სწრაფად გამოსწორდება

31 აგვ 202114:05
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: თუ აცრის ტემპი გაიზრდება, ეპიდვითარება უფრო სწრაფად გამოსწორდება
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ აგვისტოში ჩატარებული აცრების რაოდნეობამ ივლისში ჩატარებულს 3-ჯერ გადააჭარბა - დღეში საშუალოდ 23 ათასი აცრა კეთდებოდა. 

გამყრელიძე ამბობს, რომ თუ სექტემბერში დღეში საშუალოდ 30 ათასი აცრა ჩატარდება, ჯამში კი 800 ათასიდან 1 მილიონამდე, ეპიდვითარება კიდევ უფრო სწრაფად გამოსწორდება. 

"ეპიდემიის შეკავებაში ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი არის სწრაფი და ბევრი აცრა, ანუ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, ბევრი ადამიანი აიცრას. ვინაიდან კუმულაციურ იმუნიტეტს აქვს შემაკავებელი თვისება. ახლა მთავარია, როგორმე აცრის ტემპი არ შევამციროთ, არ შევანელოთ და სექტემბერში გვქონდეს რაც შეიძლება მეტი. 

დღეში 30 ათასი ადამიანის აცრა იქნება კარგი, მაგრამ დღეს კაბინეტების და ამცრელი ბრიგადების რაოდენობით შეგვიძლია, დღეში 40 ათასი აცრა ჩავატაროთ. 

ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აცრებისკენ და პირბადის ტარებისკენ".  - თქვა მან. 

გამყრელიძისვე თქმით, ამჟამად ხელმისაწვდომია ფაიზერის 1 მილიონი დოზა, საიდანაც 250 ათასი დოზა უკვე დაჯავშნილია.

"750 თასი დოზა კი თავისუფალი იქნება და შეგიძლიათ პირველ და მეორე დოზაე გამოიყენოთ. გარდა ამისა, ქვეყანაში კიდევ შემოვა ვაქცინები, ასე რომ, შემოდგომაზე ვაქცინის დეფიციტი არ გვექნება". - ამბობს NCDC-ის ხელძღვანელი.

აცრა იცავს სიკვდილისგან. ის უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე. 

აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, ასევე, რეგისტრაციაში დაგეხმარებიან იუსტიციის სახლებში, ევროპული საქართველოს და დროას ცხელ ხაზზე. 


close დახურვა