logo
ENG



დღეიდან აცრილებისთვის გათამაშება "აიცერი და მოიგე" დაიწყება

13 სექ 202109:15
3 წუთის საკითხავი
clock 5840
2021/09/13/hdnb41ydir0ix1d.png

დღეიდან აცრილებისათვის ფულადი გათამაშება "აიცერი და მოიგე" იწყება. გათამაშების შედეგები ვებგვერდ stopcov.lotto.ge-ზე განახლდება ყოველდღიურად, 12 საათზე.

შემთხვევითი შერჩევით ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს აცრილებისთვის. გათამაშებაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია არ არის საჭირო.

გათამაშების შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა 7 სექტემბერს. მისივე თქმით, გათამაშების საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარია.

წაიკითხეთ ვრცლად გათამაშების პირობების შესახებ.

 

 

close დახურვა