logo
ENG



ჭინჭარაული: სუს-ი არაა, უფრო არის სსს - სახელმწიფო საშიშროების სამსახური

14 სექ 202122:41
3 წუთის საკითხავი
clock 18360
ჭინჭარაული: სუს-ი არაა, უფრო არის სსს - სახელმწიფო საშიშროების სამსახური

მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, კონსტანტინე ჭინჭარაული ადასტურებს, რომ სუს-ის გავრცელებულ ფაილებში მასსა და მის ძმას, დავით ჭინჭარაულს შორის საუბარია ასახული. ამის შესახებ სასულიერო პირი TV პირველთან საუბრობს. 

საუბარი შეეხებოდა ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე პრობლემას ეხებოდა, ხოლო დახმარებისთვის მან ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო. 

"ისმინონ, რა, ცუდს რას ვამბობ? დასამალი მე არაფერი არ მაქვს. დავითს ველაპარაკე მაშინ, მაშინ კობახიძე თავმჯდომარე იყო პარლამენტის და ვთხოვეთ უბრალოდ დახმარება. [...] როგორც გამოიკვეთა, უფრო სუს არ არის, უფრო არის სსს - სახელმწიფო საშიშროების სამსახურია. თუ უსმენს ყველა ადამიანს, ეს უსაფრთხოება აღარ არის, საშიშროებაა. სახელმწიფო საშიშროებად არის გადაკეთებული", - აღნიშნავს სასულიერო პირი. 

13 სექტემბერს სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. 

ფაილებში არის ინფორმაცია მათ პირად ცხოვრებაზე, პირად კონტაქტებსა და ურთიერთობებზე. 

ფაილები 2014-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა. 

ავთენტიკურობას ადასტურებს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. 

ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია. 

ინფორმაციას ადასტურებს ასევე ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, რომლის სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული ფაილებში. ასევე აღწერილია მისი საუბარი სასულიერო პირთან. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

 


close დახურვა