logo
ENG

კობახიძემ მოგვმართა, დავშლილიყავით - ოცნების აქტივისტები ამბობენ, რომ მელიას აღარ დახვდებიან

23 სექ 202117:17
3 წუთის საკითხავი
clock 2086

ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის ტერიტორიას ტოვებენ. 

როგორც ოცნების ერთ-ერთი აქტივისტი ამბობს, ამის მიზეზი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიმართვაა.

"არის დაძაბულობისა და პროვოკაციის მაღალი რისკი. მოუწოდა საზოგადოებას ბატონმა ირაკლი კობახიძემ, მოგვიწოდა პირადად ახალგაზრდებს, რომ დავშლილიყავით. აქ ერთად დგომით გამოვხატეთ ჩვენი ჯანსაღი პროტესტი, არამარტო ახალგაზრდულის წარმომადგენლებმა, არამედ ჩვენმა მეგობრებმა და მათ, ვისაც გული შესტკივათ, ჩვენც უბანზე, ქალაქზე და ზოგადად საქართველოში", - განაცხადა ვიტო დოლიძემ.

ქართული ოცნების აქტივისტები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. გარდა ამისა, ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებიც. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ელჩები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს ხვდებიან. როგორც კობახიძე ამბობს, შეხვედრა მხოლოდ არჩევნებს ეხებოდა. ამ დრომდე ელჩები ნიკა მელია ხვდებიან. 

close დახურვა