logo
ENG



გახარია: ერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა პროვოკაციაზე წამოაგო მეორე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი

23 სექ 202121:32
3 წუთის საკითხავი
clock 2355
გახარია: ერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა პროვოკაციაზე წამოაგო მეორე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძე პროვოკაციაზე წამოაგო. TV პირველის ეთერში გახარია ორივე პოლიტიკოსს "უპასუხისმგებლოს" უწოდებს. 

"ერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა პროვოკაციაზე წამოაგო მეორე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, რომელიც ვერც კი მიხვდა, რომ თმენის ვალდებულება აქვს. თმენის ვალდებულება აქვს ქვეყნის წინაშე, რომ ამ პროვოკაციაზე არ წამოგებულიყო და მივიღეთ ის ცირკი, რაც მივიღეთ", - თქვა გახარიამ. 

ევროკავშირის ოფისის წინ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კობახიძე ოფისის წინ ჟურნალისტების კითხვებს სცემდა პასუხს, რა დროსაც მასთან მელია მივიდა:

"შენ მართლა გჯერა, რომ დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტი".

როცა მელია კობახიძესთან კითხვით მივიდა და პასუხის გაცემა მოსთხოვა, კობახიძემ ის პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აგინეს. მელიამ POSTV-ის მიკროფონი აიღო და კობახიძეს მიმართა "გესროლო?".

პოლიტიკოსების გაშველებას ადგილზე მყოფი ხალხი ცდილობდა. კობახიძეს ტერიტორია დაცვამ დაატოვებინა. 

მანქანაში ჩაჯდომისას კობახიძემ მელიას "პროვოკატორი, ხულიგანი და უინტელექტო" უწოდა. 


close დახურვა