logo
ENG



ტიკარაძე: 200 ათას ვაქცინას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, მათი ათვისების გარანტია გვაქვს

24 სექ 202115:07
3 წუთის საკითხავი
clock 1256
ტიკარაძე: 200 ათას ვაქცინას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, მათი ათვისების გარანტია გვაქვს

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას ვადა ნოემბრის ბოლომდე აქვს. უშუალოდ რომელი მწარმოებლის ვაქცინაზეა საუბარი, მინისტრს არ დაუკონკრეტებია. ის ასევე აღნიშნავს, რომ FDA-მ ფაიზერის ვაქცინას ვარგისიანობის ვადა გაუხანგრძლივა.

"ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, ეს არის, დაახლოებით, 200 ათასი ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტიაც ჩვენ გვაქვს. მაგრამ ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, სადაც FDA- აღნიშნავს, რომ ფაიზერის ვაქცინებს კიდევ გაუგრძელდათ ვაქცინაციის ვადა 3 თვით და მათი ვარგისიანობა 6 თვიდან გაზრდილია 9 თვემდე. გამომდინარე აქედან ეს რისკი არც არსებობდა და დღეის მდგომარეობით სრულიად არ მოხსნილი", - თქვა მინისტრმა.

22 სექტემბერს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ვაქცინაციის ტემპის კლებით შეშფოთებულები არიან.


close დახურვა