logo
ENG



კობახიძე ისევ ამბობს, რომ გახარია ნარკოდამოკიდებულია და "ხელიდან წავიდა"

24 სექ 202116:39
3 წუთის საკითხავი
clock 2183

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქალი, რომელმაც კობახიძის მტკიცებით, ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას კოკაინი გაასინჯა, თბილისის საკრებულოს სიაშია.

კობახიძე ამბობს, რომ ხსენებული პიროვნება თავად გიორგი გახარიას პარტიის წევრია, თუმცა მის ვინაობას არ ასაჯაროებს. 

"ქალი არის თბილისის საკრებულოს სიაშია. თუმცა გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ის არც არასდროს ყოფილა ქართული ოცნების წევრი, მაგრამ ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან. უტყუარია ეს ინფორმაცია - გვაქვს ეს ინფორმაცია. ქალბატონს ეხება საქმე, მძიმე შემთხვევაა და მოვერიდები რომ მისი სახელი დავასახელო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

კითხვაზე - როდის გასინჯა გახარიამ კოკაინი, კობახიძე ასე პასუხობს: "მას შემდეგ რაც წავიდა პარტიიდან და ხელიდან". 

ნარკოტესტზე ლაპარაკი თბილისის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როცა თქვა, რომ თავად "სუფთაა" და სხვა კანდიდატებსაც ანალიზის გაკეთებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, გახარიამ განაცხადა, რომ მის ნარკოტესტთან დაკავშირებით მმართველი გუნდი გარკვეულ პროვოკაციას გეგმავდა, რის შემდეგაც მან, ნარკოტესტის ჩასაბარებლად ევროპაში წასვლა გადაწყვიტა. 17 სექტემბერს გახარიამ ავსტრიაში ჩატარებული ნარკოტესტის პასუხები გააასაჯაროვა, რის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერი ნარკომომხმარებელი არ არის. 

 


close დახურვა