logo
ENG



გახარია: თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა

30 სექ 202112:58
3 წუთის საკითხავი
clock 989
გახარია: თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა

ყოფილი პრემიერმინისტრისა და თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას თქმით, ავსტრიის ლაბორატორიის FTC-Forensisch-Toxikologisches Labor დასკვნით, თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა.

კვლევის პასუხს ის Facebook-ზე აქვეყნებს და წერს - #არაჩადებას.

მანამდე, 17 სექტემბერს გახარიამ ავსტრიაში ჩატარებული ნარკოტესტის პასუხები გაასაჯაროვა, რის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერი ნარკომომხმარებელი არ არის.

ნარკოტესტზე ლაპარაკი თბილისის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როცა თქვა, რომ თავად "სუფთაა" და სხვა კანდიდატებსაც ანალიზის გაკეთებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, გახარიამ განაცხადა, რომ მის ნარკოტესტთან დაკავშირებით მმართველი გუნდი გარკვეულ პროვოკაციას გეგმავდა, რის შემდეგაც მან, ნარკოტესტის ჩასაბარებლად ევროპაში წასვლა გადაწყვიტა.

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის  მტკიცებითყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება პარტიის დატოვების შემდეგ დაიწყო. 


close დახურვა