logo
ENG



დოლიძე ჩრდილოვან კაბინეტზე: კანდიდატების წინასწარ დასახელება ამომრჩეველთან არასწორად ჩანს

17 ოქტ 202115:07
3 წუთის საკითხავი
clock 1509

პარტია ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე ჩრდილოვანი მთავრობის შესახებ ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურის შედეგამდე თანამდებობის გადანაწილება არასწორად მიაჩნია. 

"მე, ზოგადად, არ მივესალმები და ვფიქრობ, რომ ამომრჩეველზეც კარგად არ მოქმედებს, როდესაც წინასწარ, შედეგებამდე ხდება სკამებისა და თანამდებობების გადანაწილება. ჯერ უნდა გაიმარჯვო, დადო შენი შედეგი და შემდეგ უკვე შედეგების მიხედვით კოალიციას ადგენ". - ფორმულასთან ინტერვიუში თქვა ანა დოლიძემ. 

მისივე თქმით, ძალაუფლების გადანაწილების პრინციპით მართვის მოდელის მომხრეა.

"ეს მეც ვთქვი, რომ თბილისი შეიძლება იყოს პილოტური მოდელი, როგორ შეიძლება წარიმართოს მთელი ქვეყანა, მაგრამ ადამიანების დასახელება, მანამ სანამ შედეგი დადგება, ჩემი აზრით, არასწორად ჩანს ამომრჩევლის თვალში". - აცხადებს დოლიძე. 

ნაციონალური მოძრაობა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ჩრდილოვან კაბინეტს წარადგენს. ჯამში 25 პოზიციაზე განიხილება ოპოზიციის წევრების კანდიდატურები.

ამ დრომდე მიმდინარეობს გადაწყვეტილებების შეჯერება 10 გამგებლის პოზიციაზეც.

  • ვრცლად ოპოზიციის ჩრდილოვან კაბინეტზე წაიკითხეთ აქ.

30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.

თბილისის მერობისთვის მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია იბრძოლებენ.

ანა დოლიძემ გუშინ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში არცერთი პარტიის კანდიდატს არ დაუჭერს მხარს


close დახურვა