logo
ENG

უცხოეთში ვაქცინირებული მოქალაქეები კოვიდაპლიკაციის გამოყენებას შეძლებენ

29 დეკ 202115:45
3 წუთის საკითხავი
clock 469
2021/12/29/opl8fmim0w79bl9.jpg

უცხოეთში სრულად ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქეები, ასევე  უცხო ქვეყნის მოქალაქეები და პირები, რომლებსაც მეორე ან ბუსტერ დოზა საქართველოს ფარგლებს გარეთ აქვთ გაკეთებული, Georgia eHealth-ის აპლიკაციის გამოყენებას შეძლებენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც პირები ვაქცინირებული არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სრულად, ან პირველი დოზა გაკეთებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე და/ან ბუსტერ დოზა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ან პირიქით და მათი რეგისტრაცია ვერ ხორციელდება იმუნიზაციის მოდულში.

ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მსგავს შემთხვევებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, (რომლებიც შეესაბამებიან ,,COVID- 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსარგებლე დამატებითი პირების განსაზღვრის შესახებ“ N01-353/ო ბრძანებით განსაზღვრულ პირებს) მიეცათ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის იმუნიზაციის მოდულში რეგისტრაციის უფლება, რაც მათ Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობას მისცემს", - ნათქვამია ინფორმაციაში.​

რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ ქვემოთ მითითებულ სამედიცინო დაწესებულებებს და წარმოადგინონ შესაბამისი ქვეყნის ამცრელი დაწესებულების მიერ გაცემული აცრის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები, რის საფუძველზეც ადგილზევე მოხდება მათი რეგისტრაცია და სტატუსი აისახება Georgia eHealth აპლიკაციაში.

  • შპს "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა"- ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №29
  • შპს „Exspress Medical Service” - ქ. თბილისი,ზღვის პლაზა ჰუალინგი
  • შპს ,,ვივამედი“- ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი N234
  • შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, სოფელი რუხი
  • შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. 2

პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტების კონფენცია ამოქმედდება. გარკვეულ ობიექტებზე მხოლოდ კოვიდგადატანილები, ვაქცინირებულები ან გატესტილი ადამიანები შეძლებენ შესვლას. 

აღსანიშნავია, რომ მწვანე სტატუსი უვადოდ ენიჭებათ მათ, ვინც პანდემიის რომელიმე ეტაპზე გადაიტანა კორონავირუსი.

რომელ ობიექტებზე დაგჭირდებათ მწვანე პასპორტი - ნახეთ სია.


close დახურვა