logo
ENG



ყაზახეთში ინტერნეტი გათიშეს

05 იან 202216:39
3 წუთის საკითხავი
 

ყაზახეთში ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გათიშეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ინტერნეტი შეფერხებით ან საერთოდ არ მუშაობდა. 

ბრიტანული კომპანია NetBlocks, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტის მდგომარეობას აკვირდება, ადასტურებს, რომ ყაზახეთში ინტერნეტი დაბლოკილია და ტრაფიკი დაეცა. 

ამჟამად მიუწვდომელია მედიავებგვერდები და ტელეფონის ინტერნეტიც. 

ყაზახეთში, მასობრივი პროტესტი გრძელდება. ქალაქ ალმათიში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები საოლქო ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. შენობას ცეცხლი უკიდია. 

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქებში, სადაც პროტესტი გრძელდება, გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე შეფერხებულია მობილურ კავშირსა და ინტერნეტზე წვდომა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს რომ იწვის პროკურატურის ერთ-ერთი დეპარტამენტის შენობაც.  

გარდა ამისა, პრეზიდენტმა დედაქალაქ ნურ-სულთანში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. 

მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა გადადგა.  პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ - მთავრობის გადადგომას.

განსაკუთრებით ვითარება გუშინ, 4 იანვარს დაიძაბა. პოლიციამ ქალაქ ალმათიში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, ასევე, რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. 

ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან (43 თეთრი) 120-მდე (85 თეთრი) გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე (36 თეთრი) იქნება.


close დახურვა