logo
ENG

პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

12 იან 202213:20
3 წუთის საკითხავი
clock 140
პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

პროკურატურის ინფორმაციით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"ბრალდების მხარე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო მათ არ დააპატიმრებენ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს გაუუქმდათ შეფარდებული გირაო, ქონებაზე დადებული ყადაღა და საზღვრის კვეთის აკრძალვა.

ბრალდებულები მოსამართლე გიორგი არევაძემ დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით სცნო.

მამუკა ხაზარაძის, ბადრ ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის თქმით, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.


close დახურვა