logo
ENG



CNN: აშშ-ს ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში ოპერაციისთვის ემზადება, რათა შეჭრის საბაბი ჰქონდეს

14 იან 202220:53
3 წუთის საკითხავი
clock 2109
CNN: აშშ-ს ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში ოპერაციისთვის ემზადება, რათა შეჭრის საბაბი ჰქონდეს

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-მ ცნობა მიიღო, რომ რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რათა შეჭრისთვის საბაბი შექმნას. ეს ინფორმაცია CNN-ს აშშ-ს მაღალჩინოსანმა მიაწოდა.

მისივე ცნობით, აშშ-ს აქვს მტკიცებულება, რომ პირები, რომლებმაც ოპერაცია უნდა ჩაატარონ, ქალაქის საბრძოლო მოქმედებებში არიან გაწვრთნილები და რუსეთის მიერ მართული ძალების წინააღმდეგ ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებას გეგმავენ. 

მანამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები რუსული ძალების წინააღმდეგ პროვოკაციებისთვის ემზადებიან.

აშშ-ს მაღალჩინოსანის განცხადებითვე, ბაიდენის ადმინისტრაციას ნამდვილად სჯერა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება, "რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ფართომასშტაბიანი ადამიანის უფლებების დარღვევები და ომის დანაშაული, თუკი დიპლომატია დასახულ მიზნებს ვერ მიაღწევს".

"რუსი სამხედროები გეგმავენ, რომ ეს აქტივობები სამხედრო შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყონ, რაც შეიძლება, მოხდეს იანვრის შუა რიცხვებიდან, თებერვლის შუა რიცხვებამდე", - თქვა მან.

აშშ-ს, ნატოსა და ევროპელმა ლიდერებმა მიმდინარე კვირაში მაღალი დონის შეხვედრები გამართეს. ხუთშაბათს, ბოლო, მესამე დღეს მხარეებმა პესიმისტურად დაასრულეს შეხვედრა.


close დახურვა