
რუსმა სამხედროებმა დნიპრორუდნის მერი გაიტაცეს.
ევგენ მატვიივი მეორე მერია, რომელიც რუსმა სამხედროებმა უკანონოდ დაატყვევეს.
"ომის დანაშაულები სისტემური ხდება". - თქვა ზაპორიჟჟიის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე სტარუხმა.
მანამდე, 11 მარტს რუსებმა გაიტაცეს მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი.