logo
ENG



გაიდაი: რუსებმა რუბიჟნეში ფოსფორის ბომბი გამოიყენეს, დაიღუპა 4 ადამიანი, მათგან 2 ბავშვია

24 მარ 202211:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/24/0joyx7ayv12tlfm.jpg
Сергій Гайдай

ლუგანსკის რეგიონის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსეთმა ლუგანსკის ქალაქ რუბიჟნეში ფოსფორის ბომბი გამოიყენა. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. დაღუპულთაგან 2 ბავშვია.

გაიდაი აცხადებს, რომ რუბიჟნეში შეტაკებები კვლავ მიმდინარეობს და სავარაუდოდ დაღუპულთა რიცხვი უფრო მაღალია.

„მძიმე მდგომარეობაა რუბიჟნეში, სადაც ქალაქის შუაგულში შეტაკებები გრძელდება. დადასტურებული ინფორმაციით, ჩვენ 4 დაღუპული გვყავს, რომელთაგან 2 ბავშვია და 6 ადამიანი დაჭრილია“, - აცხადებს გაიდაი.

სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ რუსული საოკუპაციო ძალები ლუგანსკის ქალაქებს: სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, რუბიჟნეს, კრემენნაიას, ნოვოდრუჟესკის და ვოევოდივკას ბომბავენ.

მისი თქმით, ლუგანსკის ტერიტორიაზე გასულ 24 საათში მძიმე საჰაერო თავდასხმები მიმდინარეობდა. ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით ლუგანსკის რეგიონში გასულ დღე-ღამეში  მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა 31 ობიექტი, მათგან 10 საცხოვრებელი კორპუსია, 13 კი კერძო სახლი.

ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, 100 000-ზე მეტი მოქალაქე რეგიონში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.


close დახურვა