
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დააკავეს ორი პირი, მათ შორის ექთანი, რომელსაც 150 ლარის სანაცვლოდ, აცრის ყალბი ბარათის დამზადება ედება ბრალად.
საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, თბილისში, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექთანმა, კიდევ ერთ პირთან ერთად, მოქალაქეს გამოართვა 150 ლარი, რის სანაცვლოდაც, აცრის პროცედურის გარეშე დაამზადა Pfizer-ის ვაქცინით აცრის ყალბი ბარათი.
გამოძიების ინფორმაციითვე, ბრალდებულებმა, ყალბი ბარათის საფუძველზე, მოქალაქე დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ბაზაში, როგორც ვაქცინირებული პირი.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.