უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს პასუხობს და შოთა რუსთაველის აფორიზმს ციტირებს:
"არის თუ არა სათანადო, უწოდო "არასათანადო" მეგობარ ქვეყანაში ჩასვლის მიწვევას, რომ დაინახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერის სიტყვები? მგონია, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მიწვევის გარეშე. ბოლოს და ბოლოს, ჩემი აზრით, სწორედ ასე თქვა დიდმა შოთა რუსთაველმა: "ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად", - დაწერა სტეფანჩუკმა.
8 აპრილს სტეფანჩუკმა პაპუაშვილი ბუჩაში მიიწვია, პაპუაშვილმა მიწვევას არასათანადო უწოდა.