logo
ENG



Sportico: რუს ჩოგბურთელებს უიმბლდონში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ

20 აპრ 202213:14
3 წუთის საკითხავი
clock 1755
2022/04/20/sds29zmv5wwrc5c.png
AP PHOTO/KIRSTY WIGGLESWORTH

რუს ჩოგბურთელებს უიმბლდონში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო. ამის შესახებ გამოცემა Sportico იუწყება.

შედეგად, ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებენ მსოფლიოს მეორე ჩოგანი დანიილ მედვედევი და მსოფლიოს მერვე ჩოგანი ანდრეი რუბლევი.

ორივე ჩოგბურთელი ომის წინააღმდეგ გამოვიდა, მაგრამ მაშინ მათ პირდაპირ არ დაგმეს რუსეთის შეჭრა.

ომის დაწყებიდან მეორე დღეს ანდრეი რუბლევმა დუბაიში გამართულ ტურნირზე კამერის ობიექტივზე დაწერა ფრაზა No war, please ("არა ომს, გთხოვთ").

დანიილ მედვედევმა იმავე დღეს მექსიკაში ტურნირის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: "მე მშვიდობის მომხრე ვარ".

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ოფიციალური ჩახსნა ტურნირიდან, შესაძლოა მომავალ კვირას გამოცხადდეს. ამ შემთხვევაში, უიმბლდონი იქნება პირველი ჩოგბურთის ტურნირი, რომელმაც სრულიად უარყო რუსების მონაწილეობა უკრაინაში შეჭრის გამო.


close დახურვა