logo
ENG



პალამარი: რუსეთი მარიუპოლს ისევ ბომბავს, ისვრიან ქვემეხებს, ქვეითი ჯარი ცდილობს შტურმს

24 აპრ 202212:51
3 წუთის საკითხავი
 

აზოვის ბატალიონის ხელმძღვანელის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი აზოვსტალის ქარხნიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. 

პალამარი ამბობს, რომ აღდგომის დღესასწაულის მიუხედავად, რუსული ჯარები მარიუპოლს უტევენ ყველაფრით, რაც შესაძლებელია, ასევე ცდილობენ შტურმს უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე". 

"დღეს დიდი დღეა. და მიუხედავად ამისა, მტერი ყრის ბომბებს, საზღვაო არტილერია ისვრის, ისვრიან ქვემეხებებს, მტრის ტანკები აგრძელებენ შეტევას, ქვეითი ჯარი ცდილობს შტურმს". - ამბობს პალამარი.

ის მოუწოდებს "ცივილიზებულ სამყაროს, გააკეთონ ყველაფერი, რათა მარიუპოლის დამცველებს, რომლებმაც წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინეს, ჰქონდეთ ახლობლების ნახვის და მეგობრების საფლავების მონახულების შესაძლებლობა". 

ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, 1-ლი მარტიდან ალყაშია. 

რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ ინფრასტრუქტურას, სასტიკად უსწორდებიან, აწამებენ და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. მათი ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა, 120 ათასამდე მოქალაქე კვლავ ქალაქში რჩება. ისინი სარდაფებში უწყლობით და შიმშილით იხოცებიან. რუსი ჯარისკაცები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს არ უშვებენ. 


close დახურვა