logo
ENG



აზოვსტალში ეროვნული გვარდიის სამხედროები მთავრობას მთელი გარნიზონის ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

03 მაი 202208:39
3 წუთის საკითხავი
 

აზოსვტალის ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებული ეროვნული გვარდიის სამხედროები მთავრობასა და საერთაშორისო პარტნიორებს დახმარებისთვის მიმართეს. მებრძოლები აღნიშნავენ, რომ აზოვსტალში ჰუმანიტარული ვითარება კატასტროფულია.

"მოვუწოდებთ ქვეყნის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველაფერი გააკეთონ ქარხნის ტერიტორიაზე დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის, დაჭრილი სამხედროების და ცხედრების ევაკუაციისთვის. ჯარისკაცების სიცოცხლეზე პასუხისმგებელი, მოვუწოდებ მთელი სამხედრო გარნიზონის ევაკუაციას, რადგან ისინი ამად ღირან", - აცხადებენ მებრძოლები ვიდეომიმართვაში.

2 მაისს რუსეთმა აზოსვტალის დაბომბვა განაახლა. აზოვის პოლკის ინფორმაციით, ქარხნის დაბომბვისას 5 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.


close დახურვა