logo
ENG



უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა ომის ხანგრძლივ ფაზაში შედის

13 მაი 202218:21
3 წუთის საკითხავი
clock 429
2022/05/13/t1aarg3w6012fyr.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთს აიძულა სტრატეგიულის ნაცვლად მიზნები ოპერატიულ და ტაქტიკურ დონემდე შეემცირებინა. მისი თქმით, ომი ახლა „ხანგრძლივ ფაზაში“ გადადის.

„იმისთვის რომ ახლა გავიმარჯვოთ, ფრთხილად უნდა დავგეგმოთ რესურსები, თავიდან ავირიდოთ შეცდომები, ვაჩვენოთ ჩვენი ძალა, რათა მტერი საბოლოოდ წინ აღარ დაგვიდგეს“ - 

რეზნიკოვის თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, მოსკოვი ელოდა, რომ უკრაინა რამდენიმე დღეში კაპიტულაციას გამოაცხადებდა და კრემლი უკრაინაში ახალ რუსულ სისტემას დაამყარებდა.

თუმცა, მისი თქმით უკრაინის ჯარმა და მოსახლეობამ მოიგერია ოკუპანტები და მათ გეგმები ჩაუშალა.

რეზნიკოვი აცხადებს, რომ ახლა საერთაშორისო დონეზეც მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება.

„ერთ თვეში უკრაინამ მიაღწია ინტეგრაციას თავდაცვის სფეროში, რასაც 30 წლის განმავლობაში ვერ აღწევდა. ჩვენ ვიღებთ მძიმე იარაღებს ჩვენი პარტნიორებისგან. კონკრეტულად 155 მმ M777 ჰაუბიცები უკვე განლაგებულია ფრონტთან. სამი თვის წინ, ეს შეუძლებლად მიიჩნეოდა“ - რეზნიკოვმა განაცხადა.


close დახურვა