logo
ENG



ISW: როგორც ჩანს, უკრაინამ ხარკოვისთვის ბრძოლა მოიგო

14 მაი 202211:57
3 წუთის საკითხავი
clock 790
2022/05/14/nu4b0t85zmbgyr2.jpeg

ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, გადაწყვიტა დატოვოს ხარკოვის გარშემო თავისი პოზიციები, ერთი მხრივ, უკრაინის კონტრშეტევის და, მეორე მხრივ, შეზღუდული გაძლიერების გამო.

"ამრიგად, უკრაინამ, როგორც ჩანს, მოიგო ბრძოლა ხარკოვისთვის. უკრაინულმა ძალებმა რუსულ ჯარებს არ მისცეს უფლება, უკრაინისთვის ალყა შემოერტყათ, რომ არაფერი ვთქვა დაპყრობაზე, შემდეგ კი გააძევეს ქალაქის შემოგარენიდან, როგორც მათ გააკეთეს ეს რუსულ ჯარებთან, რომლებიც კიევიც დაპყრობას ცდილობდნენ", - ნათქვამია ინსტიტუტის კვლევაში.

ISW-ს ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინელები შეეცდებიან რუსულ არმიასა და ბელგოროდს შორის საკომუნიკაციო ხაზები შეზღუდონ.


close დახურვა