logo
ENG



20-მა ქვეყანამ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა

24 მაი 202201:31
3 წუთის საკითხავი
clock 1189
2022/05/24/ovcvsfxg3opxar7.jpg

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინის საკითხზე საკონტაქტო ჯგუფის მეორე შეხვედრაზე 20-მა ქვეყანამ დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა.

ოსტინის თქმითვე, დახმარება მოიცავს კრიტიკულად საჭირო საარტილერიო საბრძოლო მასალას, სანაპირო დაცვის სისტემებს, ტანკებსა და სხვა ჯავშანტექნიკას.

თავდაცვის მინისტრის თქმით, დანია დათანხმდა, უკრაინას მიაწოდოს გამშვები სისტემა Harpoon და რაკეტები, რათა „დაეხმაროს უკრაინას თავისი სანაპიროების დაცვაში.

ჩეხეთის რესპუბლიკა თანახმაა, "მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს უკრაინას, მათ შორისაა ტანკები და სარაკეტო სისტემები".

"სხვებმა იკისრეს ახალი ვალდებულებები უკრაინის ძალების მომზადებისა და მისი სამხედრო სისტემების დასახმარებლად",- თქვა ოსტინმა.

საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში სულ 47 ქვეყანა მონაწილეობდა.

შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაიზარდა. ჯგუფს დაემატა: ავსტრია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოლუმბია, ირლანდია და კოსოვო.

ჯგუფის გაფართოების მიუხედავად, მასში საქართველო ისევ ვერ მოხვდა.


close დახურვა