
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველო, მისი აზრით, უკრაინის დამსახურებით, ევროკავშირის წევრობის სტატუსს მიიღებს, თუმცა, ბევრი დათქმითა და პირობით.
"ჩვენ მივიღებთ ამ სტატუსს დათქმების ძალიან გრძელი სიით, სადაც იქნება ყველაფერი: სასამართლოში, პროკურატურაში, პოლიციაში, საარჩევნო სისტემაში სერიოზული ცვლილებები; დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებების პრაქტიკული გარანტიები, მთელი რიგი სხვა ინსტიტუციური ცვლილებები.
დათქმები უკრაინასა და მოლდოვასაც ექნებათ, ოღონდ ბევრად ნაკლები". - წერს სააკაშვილი.
საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის წინასწარი დასკვნა 17 მაისს გამოქვეყნდება. მიიღებს თუ არა ქვეყანა სტატუსს, 23-24 ივნისის ევროკომისიის შეკრბაზე გაირკვევა. საქართველოსთან ერთად, სტატუსის მიღებას უკრაინა და მოლდოვაც ელოდებიან.