logo
ENG



სამხრეთ უკრაინის ქალაქ მიკოლაივში რამდენიმე აფეთქება მოხდა

21 ივნ 202212:32
3 წუთის საკითხავი
clock 324
2022/06/21/5uq0r0pyaz72jgb.jpg

სამხრეთ უკრაინის ქალაქ მიკოლაივში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული ადმინისტრაცია ავრცელებს, რომლის თანახმადაც დაღუპულთა შესახებ დეტალები არ გავრცელებულა.

უკრაინელი სამხედროების თქმით, სარაკეტო თავდასხმებს მიკოლაივის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებები მოჰყვა. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ მიკოლაივის საზღვრის გასწვრივ, ხერსონის რეგიონთან რუსული ძალების მხრიდან დაბომბვა გრძელდება.

რეგიონული ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ქალაქი შაიროკე, მიკოლაივიდან აღმოსავლეთით 50 კილომეტრში, ორშაბათს ღამით და სამშაბათს დილით დაიბომბა.

"წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის," - ნათქვამია მიკოლაივის რეგიონული ადმინისტრაციის განცხადებაში.


close დახურვა